
“ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი. დროა, ვიმუშაოთ იმ ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის გოგონებსა და ქალებს სრულყოფილი წვლილი შეიტანონ საქართველოს მაქსიმალურად გაძლიერებაში.” – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.
ქალთა საერთაშორისო დღის აღსაღნიშნად, ევროკავშირი იწყებს კამპანიას „ძლიერი ქალები-ძლიერი საქართველო“, რომელიც მთელი მარტის განმავლობაში გაგრძელდება. კამპანიის მიზანია ხაზი გაუსვას იმ უმნიშვნელოვანეს როლს, რომელსაც ქალები ასრულებენ საქართველოში და, ასევე, წარმოაჩინოს ის გამოწვევები, რომლის წინაშე ისინი კვლავაც დგანან, იქნება ეს ქალთა მიმართ დისკრიმინაცია, გენდერული ნიშნით ძალადობა თუ COVID-19-ის მიერ გამოწვეული უარყოფითი შედეგები.
მოუსმინეთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის გზავნილს, გაეცანით ქვემოთ მოცემულ ისტორიებს ქალებთან დაკავშირებით და შემოგვიერთდით ფეისბუქსა და ინსტაგრამზე შემდგომი დისკუსიისთვის მთელი მარტის განმავლობაში!
ევროკავშირის ელჩის განცხადება
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ქალების ისტორიები

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პლატფორმა “ექსპერტთა დიალოგი” სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აერთიანებს გენდერული ნიშნით ძალადობის დასაძლევად

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამეწარმეო სკოლის კურსდამთავრებულის მიერ დაფუძნებული ტიხრული მინანქრის სახელოსნო “ჯავარი”

ევროკავშირის მხარდაჭერით, სამეწარმეო სკოლის კურსდამთავრებულები მარიამ წიქარიძე და ნინო მაზმიშვილი, გორში, წარმატებით მართავენ საკუთარ ბიზნესს!

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და მისი დონორები მხარს უჭერენ საქართველოს გასტრონომიულ თავგადასავალს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და დონორები ქართველი ქალების მიერ დაარსებულ საწარმოს – „თეთრი სტუდია“ განვითარებაში ეხმარებიან

ევროკავშირის მხარდაჭერით, სამეწარმეო სკოლის კურსდამთავრებულმა – სოფო ნოზაძემ, გორში კვების ობიექტი დააფუძნა!

ქართველი ფერმერი ქალი ლაგოდეხში სოფლის მეურნეობის თანამედროვე მეთოდებს ნერგავს და წარმოებას ზრდის

ევროკავშირის დახმარებით ტანსაცმლის ქართული ინოვაციური ბრენდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას გაზრდის

ევროკავშირის მხარდაჭერით, კახეთში, დედათა მონასტერთან არსებული სამკერვალო, პანდემიის კრიზისის საპასუხოდ, 5000 სამედიცინო ნიღაბს ამზადებს
