Skip to main content

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2025 – გამარჯვებულები

ნინო თარხნიშვილი

საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ონლაინმედიაში

რადიო თავისუფლება – გამარჯვებული ნაშრომი

ბასტი მგალობლიშვილი

საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინმედიაში

პუბლიკა – გამარჯვებული ნაშრომი

სტუდია მონიტორი

საუკეთესო საგამოძიებო სტატია/სიუჟეტი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინმედიაში

სტუდია მონიტორი – გამარჯვებული ნაშრომი

მინდია გაბაძე

საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინმედიაში

პუბლიკა – გამარჯვებული ნაშრომი

თამუნა ჩქარეული

ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ,  სამაუწყებლო ან ონლაინმედიაში

 პროექტი 64 – გამარჯვებული ნაშრომი

ნათია ლევერაშვილი

საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო

პუბლიკა – გამარჯვებული ნაშრომი

არსენ სებისკვერაძე

საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინმედიაში

მედსკრიპტუმი – გამარჯვებული ნაშრომი

ჟიურის წევრები

საკონკურსო ნაშრომები  განიხილა მედიის პროფესიონალებისგან შემდგარმა ოთხკაციანმა ჟიურიმ. ჟიურის საკონსულტაციო ფუნქცია ჰქონდა,  ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება გამარჯვებულების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მიიღო.

მაგდა მემანიშვილი – ჟურნალისტი. 2002 წელს დაასრულა ჟურნალისტიკის მაგისტრატურა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2011 წელს იმავე უნივერსიტეტში დაიცვა დოქტორის დისერტაცია, რომელიც სწავლობდა პოლიტიკური პარტიების მიერ გამოცემულ გაზეთებს საქართველოს პირველ რესპუბლიკაში.

2002-2016 წლებში აქტიურად საქმიანობდა ჟურნალისტიკაში და სხვადასხვა მედიაორგანიზაციაში მუშაობდა (გაზეთები და ტელევიზია). 2007-2014 წლებში მუშაობდა გამოძიებით ჟურნალისტურ ორგანიზაციაში „სტუდიო მონიტორი“.

აკადემიურ საქმიანობას ეწევა 2004 წლიდან, ხოლო 2003-2020 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წევრი. 2014 წლიდან ხელმძღვანელობს ჟურნალისტიკის ბაკალავრის პროგრამას საერთაშორისო შავ ზღვის უნივერსიტეტში, სადაც ასევე ასოცირებული პროფესორია.

ეკატერინე ფირცხალავა – 28–წლიანი გამოცდილება მედია ინდუსტრიაში და 18 წელი საგანმანათლებლო სფეროში. ჟურნალისტის კარიერა ფრილანსერად ტელეკომპანია რუსთავი-2-ში დაიწყო და რამდენიმე წელიწადში გახდა ჯერ რადიოს, შემდეგ კი ტელევიზიის ხელმძღვანელი. როგორც ტრენერი და კონსულტანტი, წლების განმავლობაში მუშაობდა ორგანიზაციებში: Internews, OSGF, USAID-IREX, DW Academy, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა დამოუკიდებელი ონლაინ მედიის განვითარებაში.

როგორც ლექტორი, სწავლება დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ IBSU-ში, ხოლო ამჟამად აგრძელებს თანამშრომლობას ვებსტერის უნივერსიტეტთან.

მამუკა ანდღულაძე მედიის უფლებების დამცველია. ის ხელმძღვანელობს მედიის ადვოკატირების კოალიციას, რომელიც 16 წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, რომლის ძირითადი საქმიანობაა ჟურნალისტების და მედიის ინტერესების დაცვა. მამუკა ანდღულაძეს მიღებული აქვს მაგისტრის და დოქტორის ხარისხი მედია სამართლის დარგში გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტში. მამუკა ანდღულაძე არის არაერთი კვლევისა და პუბლიკაციის ავტორი, რომლებიც ეხება მედია გარემოს და ჟურნალისტთა უფლებებს.

გურამ წიბახაშვილი 1991 წლიდან კითხულობს ლექციებს ფოტოგრაფიაში. მონაწილეობა აქვს მიღებული 90-მდე გამოფენაში, მათ შორის ჩატარებული აქვს 20-მდე პერსონალური გამოფენა. გამოქვეყნებული აქვს სტატიები ფოტოგრაფიაზე და თანამედროვე ხელოვნებაზე. 2007–2009 წლებში იყო ჟურნალი „ამარტა ფოტოს“ თანარედაქტორი. 2007 წლიდან დღემდე არის „თბილისის ფოტოგრაფიის სახლის“ თანადამფუძნებელი. კითხულობდა ლექციებს ფოტოგრაფიაზე საქართველოს ორ უნივერსიტეტში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კავკასიის უნივერსიტეტი. ასევე არის თბილისში პირველი ფოტო-გალერეა „კონტეინერის“ თანადამფუძნებელი.