fbpx
Skip to main content

ევროკავშირის გაფართოება

2023 წლის დეკემბერში, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. 2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი „დე ფაქტო შეჩერებულია“.

EU Enlargement

2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა, ხოლო 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღო იმ პირობით, რომ ქვეყანა 2023 წელს ევროკომისიის მიერ გაწეულ რეკომენდაციებს შეასრულებდა.

ნახევარი წლის შემდეგ, 2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, ევროკავშირში მისი გაწევრიანების პროცესი “დე-ფაქტო შეჩერდა”.

2024 წლის 17 ოქტომბერს, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და მოუწოდა საქართველოს, გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისია.

საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების შესახებ 2024 წლის ანგარიშში (ამონარიდი საქართველოს შესახებ), რომელიც 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან საკმარისი პოლიტიკური ნება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყანაში აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად. ევროკომისია საქართველოს ურჩევს, პირველ რიგში, ცხრა რეკომენდაციის შესრულებას დაუბრუნდეს (ამონარიდი საქართველოს შესახებ). იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ შეიცვლის იმ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროკავშირში მის ინტეგრაციას და არ მიიღებს რეალურ ზომებს  არსებული პრობლემების გადასაჭრელად და მნიშვნელოვანი რეფორმების განსახორციელებლად, ევროკომისია ვერ შეძლებს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის საკითხის განხილვას.

„2024 წლის ანგარიში ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით გვიჩვენებს უკუსვლას 4-ში იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც განისაზღვრა, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამ დროისთვის ევროკავშირის ლიდერებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობების მომავალი ახლა საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია. ევროკავშირის კარი ღია რჩება და დღევანდელი ანგარიში გვთავაზობს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისკენ, თუკი საქართველოს მხრიდან ნამდვილი პოლიტიკური ნება იქნება“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

2023 წლის ევროკავშირის გაფართოების პაკეტში გაწერილი 9 ნაბიჯი მოიცავს დეზინფორმაციასთან და უცხოური ინფორმაციით მანიპულირებასთან ბრძოლას, ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის გაუმჯობესებას, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტას, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას, პარლამენტის ზედამხედველობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაუმჯობესებას, ყოვლისმომცველი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის უზრუნველყოფას, ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტიანობის ზრდას, დეოლიგარქიზაციასთან მიმართებით სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფას.

ცხრა ნაბიჯის განხორციელების შეფასება – 2024 წლის ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ

2023 წლის ევროკავშირის გაფართოების პაკეტით განსაზღვრული ცხრა ნაბიჯი

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ნაბიჯები

ფაქტებისა და მონაცემების დოკუმენტი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ

გაიგეთ მეტი ევროკავშირის გაფართოების პროცესის შესახებ EU Neighbours East ვებგვერდზე

“ევროპის გუნდის” 2023 წლის დეკემბრის მიმართვა საქართველოსთვის

ევროკავშირის ელჩის 2023 წლის დეკემბრის განცხადება 

მაღალი დონის განცხადებები ევროკომისიის 2023 წლის ნოემბრის რეკომენდაციის შესახებ

ევროკავშირის ელჩის განცხადება ევროკომისიის რეკომენდაციის შესახებ მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

“გულითადად ვულოცავ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს. გულითადად ვულოცავ მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა – საქართველოს მოსახლეობას – ხალხს, რომელიც ყოველთვის, მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ გზას. ეს არის ევროკავშირის მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება. ევროპული მისწრაფებები საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს.”ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი

უყურეთ განცხადების სრულ ვერსიას ⇒