fbpx
Skip to main content

რეგიონული პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა საქართველოში (ფაზა II)

Project Description
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას, რათა მან შექმნას ქვეყნისა და მისი ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემო, რეგიონული უთანასწორობის დასაძლევად.
პროექტი მიზანია საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკის ეფექტურობის გაზრდა, რაც გულისხმობს ევროკავშირის მოქმედ პოლიტასთან საქართველოს უკეთ დაახლოების კონტექსტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერას რეგიონული პოლიტიკის ფორმულირებასა და განხორციელების პროცესში. იგი ხელს შეუწყობს რეგიონალური განვითარების სტრატეგიების ეფექტურ განხორციელებას და დაინტერესებული მხარეების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებას ქვეყნის მასშტაბით ინტეგრირებული რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელებისთვის. ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და დაინტერესებულ მხარეებს, გააუმჯობესონ თავიანთი შესაძლებლობები რეგიონული პოლიტიკის მონიტორინგისა და შეფასების კუთხით.
Specific Objective
პროექტი ხელს უწყობს საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდას, რაც გულისხმობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერას რეგიონული პოლიტიკის ფორმულირებასა და განხორციელებაში.
Expected Results
პროექტის მოსალოდნელი შედეგები შემდეგი 3 სპეციფიკური კომპონენტების გზით მიიღწევა:

კომპონენტი 1 - რეგიონული პოლიტიკის ფორმულირება და განხორციელება:
• საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების განვითარება 2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის (რგპ) განსახორციელებლად
• 2018-2020 წლების შესაბამისი სტრატეგიებისა და სამომავლო პროგრამების შემუშავების ხელშეწყობა
• გუბერნატორის ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა, რეგიონების განვითარების სტრატეგიების, მათი სამოქმედო გეგმებისა და სხვა შესაბამისი დაგეგმარებისა და საბიუჯეტო დოკუმენტების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით;

კომპონენტი 2 პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება
• საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერა პერიოდული მონიტორინგის ანგარიშების მოსამზადებლად, რაც რგპ-ს ეფექტურ განხორციელებას უზრუნველსაყოფად
• საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობა მონაცემთა შეგროვების მექანიზმის ჩამოყალიბებასა და მართვისთვის
• რეგიონული უთანასწორობის ანალიზის პერიოდული განახლების მომზადებაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერა;

კომპონენტი 3. რეგიონული განვითარების სააგენტოების მხარდაჭერა
• რეგიონული განვითარების სააგენტოს ადამიანური და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერა;
• რეგიონული განვითარების სააგენტოების მხარდაჭერა რეგიონის კონკრეტული სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და/ან სხვა საოპერაციო /პროგრამირების დავალებების მომზადებასა და ადგილობრივი საინვესტიციო პროექტების მომზადებაში.
Project documents
Project map
Photo gallery
International Conference on Regional Development Policy in Georgia
Public Consultation Of The Draft Regional Development Programme Of Georgia (RDP) 2018-2021
Joint Event of two EU funded projects: TA project “Support to Regional Development Policy Implementation II” & “Advancing Regions for Sustainable Development”
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია
Topic:
სათანადო მართვა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
05.09.2016
End Date:
31.03.2020
EU Project Number:
376-862