fbpx
Skip to main content

სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მხარდაჭერა

Project Description
პროექტს პოლონეთის ადმინისტრაციის ორგანოები განახორციელებენ. წამყვანი იქნება ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მასთან ერთად იმუშავებს სარკინიგზო ბაზარზე კარგად ცნობილი და ძლიერი 5 სხვა ორგანიზაცია (რკინიგზის ინფრასტრუქტურის მმართველი ორგანო, ეროვნული უსაფრთხოების ორგანო, მარეგულირებელი ორგანო, კვლევითი ინსტიტუტი და სხვ.)
პროექტის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს სარკინიგზო სფეროს სტრუქტურისა და სამართლებრივი გარემოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაში, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ 2014 წლის შეთანხმების შესაბამისად.

Specific Objective
პროექტის ზოგადი მიზანია საქართველოს სარკინიგზო სექტორის შესაბამის ევროპულ სტანდარტებსა და დებულებებთან მიახლოებისა და საქართველოს რკინიგზის მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების მხარდაჭერა. პროექტის კონკრეტული მიზანია სარკინიგზო ტრანსპორტთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის განახლება და ეროვნული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამის ევროპულ კანონმდებლობასთან მიახლოებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.
Expected Results
დაძმობილების პროექტის მიზანია, მისი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, მდგრადი ცვლილებებისა და ეფექტურობის, ხოლო მისი დამთავრების შემდეგ, ხანგრძლივი შედეგების უზრუნველყოფა მართებული პოლიტიკის გატარების, სტრატეგიებისა და ყოველდღიური საქმიანობის თვალსაზრისით. პროექტის მიღწევები ყოველთვის დადებითად აისახება სარკინიგზო სექტორისა და ბაზრის მართვის, ადამიანი რესურსების და სხვა უწყებებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის ეფექტურობაზე.
Beneficiaries
Georgian Railway
Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia
Project map
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს, პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია, კავშირი (ტრანსპორტი და ენერგეტიკა)
Topic:
სათანადო მართვა, ტრანსპორტი
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.03.2021
End Date:
28.02.2023
EU Project Number:
421-013