fbpx
Skip to main content

ევროკავშირის მხარდაჭერა უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობაში

Project Description
პროექტის ძირითადი მიზანია თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებზე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერება და აღნიშნული სექტორის გამჭვირვალობის გაზრდა; ასევე, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის გაუმჯობესება. პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს საპარლამენტო კომიტეტების (თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი), და ნდობის ჯგუფის თანამშრომლების პროფესიული უნარების გაძლიერებას.
პროექტი შედგება 6 კომპონენტისგან:
1. კოდიფიცირებული სამხედრო კანონმდებლობა
2. თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი ზედამხედველობისთვის შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების, თანამშრომლებისა და ნდობის ჯგუფის შესაძლებლობების გაზრდა
3. თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის საფინანსო-საბიუჯეტო ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერება
4. შესაბამისი კომიტეტების თანამშრომლების ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება
პარლამენტის აპარატის შესაბამისი თანამშრომლებისათვის ტრენინგების ჩატარება კანონპროექტების განხილვის მეთოდოლოგიის, სტრატეგიული დოკუმენტების მომზადებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიმართულებით
5. ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევების მონიტორინგის შესაძლებლობების გაუმჯობესება, განსაკუთრებით გენდერულ თემებთან მიმართებით
6. კომუნიკაციის გაუმჯობესება

Specific Objective
- კოდიფიცირებული სამხედრო კანონმდებლობა - არსებული რეგულაციების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება, რაც თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის გაუმჯობესებას უკავშირდება.
- თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი ზედამხედველობისთვის შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების, თანამშრომლებისა და ნდობის ჯგუფის შესაძლებლობების გაზრდა - ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების გამართვა და სასწავლო ვიზიტების ორგანიზება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რათა მოხდეს შესაბამისი კომიტეტების წევრების, ნდობის ჯგუფისა და მათი აპარატების თანამშრომლების შესაძლებლობების (ზედამხედველობა, საკანონმდებლო საქმიანობა) გაზრდა.
- თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის საფინანსო-საბიუჯეტო ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერება - კომიტეტების და ნდობის ჯგუფის მხარდაჭერა (შესაძლებლობების გაძლიერება) შესაბამისი სამთავრობო უწყებების ხარჯების მონიტორინგსა და კონტროლის განხორციელებაში; ასევე, პროგრამებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შედგენა შესაბამისი ინდიკატორებით, ამოცანებით, დროის ჩარჩოთი, მისი ეფექტიანობისა და ხარვეზების შესწავლა, შუალედური შეფასება და სხვ.
- შესაბამისი კომიტეტების თანამშრომლების ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება - პარლამენტის აპარატის შესაბამისი თანამშრომლებისათვის ტრენინგების ჩატარება კანონპროექტების განხილვის მეთოდოლოგიის, სტრატეგიული დოკუმენტების მომზადებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიმართულებით.
- ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევების მონიტორინგის შესაძლებლობების გაუმჯობესება, განსაკუთრებით გენდერულ თემებთან მიმართებით - შესაბამისი კომიტეტების თანამშრომლებისთვის ტრენინგის ჩატარება ადამიანის უფლებათა დარღვევების შემთხვევების მონიტორინგის განხორციელებასა და გამოძიების პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენებაში, განსაკუთრებით გენდერულ თემებთან დაკავშირებით.
- კომუნიკაციის გაუმჯობესება - პროექტი პარლამენტს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობასთან დაკავშირებული კომუნიკაციის განხორციელებაში დაეხმარება. აგრეთვე, აღნიშნული სექტორის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სამოქალაქო სექტორის ეფექტიან ჩართულობას შეუწყობს ხელს
Expected Results
- პროექტის ბენეფიციარ 3 კომიტეტს შესაბამისი მექანიზმები და შესაძლებლობა ექნება, რომ არსებული რეგულაციების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ანალიზი გააკეთოს და რეკომენდაციები შეიმუშაოს ასევე გენდერული კომპონენტის გათვალისწინებით.
- საპარლამენტო კომიტეტების, თანამშრომლებისა და ნდობის ჯგუფის შესაძლებლობები გაიზრდება და მათ უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელება შეეძლება ადამიანის უფლებებისა და გენდერული ასპექტების გათვალისწინებით.
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, მისი თანამშრომლები გაეცნობიან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის საფინანსო-საბიუჯეტო ზედამხედველობის მექანიზმებს და ახორციელებენ საბიუჯეტო ზედამხედველობას.
გაიზრდება ბენეფიციარი კომიტეტების თანამშრომლების ანალიტიკური შესაძლებლობები უსაფრთხოების სექტორთან, საპარლამენტო ზედამხედველობასთან, ადამიანის უფლებებთან, საკომიტეტო მოსმენებთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებზე.
- ბენეფიციარ კომიტეტებს უკეთ შეეძლებათ განახორციელონ ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევების მონიტორინგი და ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ გენდერულად სენსიტიურ თემებს.
Project map
Photo gallery
Training by Embedded Experts
Training for Parliamentarians
Lieutenant Colonel Magdalena Dvorakova's meeting with Defence and Security Committee
Training on Codified Defence Legislation
Intensive training sessions: Engaging Citizens in Oversight
Intensive training sessions: Ministerial Accountability and Mechanisms for Parliamentary Oversight
Intensive training sessions: Budget Oversight, Gender-Budgeting
Intensive training sessions: Policy cycle, challenges and tools in conducting oversight
Intensive training sessions: Defence Policy
Workshop on Human Rights and Security; and the Gender Dimension and Security Sector
Project Presentation Event
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
Topic:
ადამიანის უფლებები
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.10.2017
End Date:
31.05.2018
EU Project Number:
389-118