fbpx
Skip to main content

სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვილებებისთვის - 2016 - 2018

Project Description
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და საქართველოს არბაითერ სამარიტერ ბუნდი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ პარტნიორობით, ახორციელებენ პროექტს „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის 2016-2018“.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

პროექტის მიზანია, სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობით უზრუნველყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა, რათა მათ უკეთ შეძლონ სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერება

პროექტის მთავარი მიზნის მისაღწევად დასახულია სამი ძირითადი ამოცანა:

ამოცანა 1: სოციალური საწარმოების საჭიროებებზე მორგებული ექსპერტული მხარდაჭერის და ინსტიტუციური გაძლიერების სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროექტის ფარგლებში სოციალური მეწარმეებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების მიწოდება განხორციელდება მთელ საქართველოში. მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება დასავლეთ საქართველოში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბაზაზე არსებულ სოციალური მეწარმეობის განვითარების ცენტრში.

ახალი სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის:
იდეების კონკურსი

ყოველწლიურად, სამი წლის განმავლობაში, გამოცხადდება იდეების კონკურსი - ,,იდეების აქსელერატორი” - სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის;

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც აქვს ინოვაციური, სიცოცხლისუნარიანი ბიზნესიდეა სოციალური მისიით; Ÿ

კონკურსის შედეგად, ყოველ წელს, შეირჩევა 16 საუკეთესო იდეის ავტორი ჯგუფი (თითოეულ ჯგუფში უნდა იყოს 2 მონაწილე) საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, პროექტში ჩაერთვება 32 მონაწილე;

ოციალური მეწარმეობის განვითარების ლაბორატორია

შერჩეული მონაწილეები გაივლიან,,სოციალური მეწარმეობის განვითარების ლაბორატორიის“ სპეციალურად მათთვის შემუშავებულ, ინტენსიური ტრენინგების კურსს, რომელიც დაეხმარება მათ შეიძინონ სოციალური საწარმოს ინიცირებისა და მართვისთვის საჭირო ცოდნა და უნარები; Ÿ

ტრენინგების შემდგომ, მონაწილეები, ექსპერტების დახმარებით, საკუთარ იდეაზე შეადგენენ სოციალური საწარმოს ბიზნესგეგმას;

საგრანტო კომისის გადაწყვეტილების საფუძველზე დაფინანსდება 4 - 5 სოციალური საწარმოს საუკეთესო ბიზნესგეგმა;

ექსპერტული მხარდაჭერა

დაფუძნებული საწარმოები 1წლის განმავლობაში უზრუნველყოფილნი იქნებიან ექსპერტული მხარდაჭერით დონორი ორგანიზაციების მხრიდან;

მონაწილეებს, რომელთა ბიზნესგეგმაც ვერ გაიმარჯვებს კონკურსში, პროექტის ექსპერტთა გუნდი დაეხმარება მოიძიონ დაფინანსება სხვა შესაძლო წყაროებიდან.

ოქმედი სოციალური საწარმოებისთვის:

საკონსულტაციო მომსახურება მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის

ყოველწლიურად გამოცხადდება კონკურსი „ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურება სოციალური საწარმოებისთვის“;

შერჩეული სოციალური საწარმოებისთვის ექსპერტკონსულტანტთა გუნდი შეიმუშავებს მათზე მორგებულ, საკონსულტაციო მომსახურების ინდივიდუალურ პაკეტს;

პრო-ბონო სერვისები

შერჩეულ სოციალურ საწარმოებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საკონსულტაციო მომსახურება

წარმატებული „პრო-ბონო საქართველოს“ ქსელის წევრი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებისგან.


ამოცანა 2: სოციალური საწარმოებისთვის განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა

საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება, სოციალური საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი და მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფა - მიკროკრედიტები და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები, გადამწყვეტი ფაქტორია არსებული სოციალური საწარმოების გამართულად ფუნქციონირების, დამწყებთა მოტივირებისა და ზოგადად, ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ერთის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან სოციალურ საწარმოთა ხელშეწყობის მექანიზმების განვითარება, და მეორეს მხრივ - ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის გაღრმავება.



ამოცანა 3: სოციალურ საწარმოთა ინტერესების დაცვის, კოორდინირების და გამოცდილების გაზიარების მექანიზმების გაუმჯობესება

სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციისთვის პროექტის გუნდი მჭიდროდ ითანამშრომლებს სტრატეგიულ პარტნიორ ორგანიზაციებთან, მუნიციპალიტეტებთან და მედიასთან.

სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციას, მოხდება სტუდენტების აქტიური ჩართვა სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში. შესაბამისად, დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, ახლოს გაეცნონ სოციალურ საწარმოებს და მოსინჯონ საკუთარი ძალები ამ სფეროში. ამ მიზნით ყოველწლიურად ჩატარდება კონკურსი ,,სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად”;

სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოეწყობა გამოფენა-გაყიდვები.

სოციალურ საწარმოთა შორის თანამშრომლობის და კოორდინირების მექანიზმები

სოციალურ საწარმოთა შორის კოორდინირების და ინტერესთა დაცვის ერთიანი მექანიზმების განვითარება, სექტორის განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ამ პროცესების ხელშეწყობა და ტექნიკური და ექსპერტული დახმარება, ,,სოციალურ მეწარმეთა ალიანსის” დაფუძნება და გაძლიერება.

სოციალურ მეწარმეთა ყოველწლიური ფორუმი საქართველოში 2012 წლიდან ტარდება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მოქმედი სოციალური საწარმოების წარმომადგენლები, სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციები, დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ხელისუფლების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ყოველწლიურად, ფორუმზე, სოციალური მეწარმეები აჯამებენ სფეროში მიმდინარე მოვლენებს, ათანხმებენ სამომავლო გეგმებს და მსჯელობენ თანამშრომლობის საკითხებზე. 2016-2018 წლებში ფორუმის ორგანიზება განხორციელდება პროექტის ხელშეწყობით.

Specific Objective
სოციალური საწარმოების საჭიროებებზე მორგებული ექსპერტული მხარდაჭერის და ინსტიტუციური გაძლიერების სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა;
სოციალური საწარმოებისთვის განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა;
სოციალურ საწარმოთა ინტერესების დაცვის, კოორდინირების და გამოცდილების გაზიარების მექანიზმების გაუმჯობესება.
Expected Results
პროექტის ფარგლებშ მოსალოდნელია სოციალური საწარმოების საჭიროებებზე მორგებული ექსპერტული მხარდაჭერის და ინსტიტუციური გაძლიერების სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროექტის ფარგლებში სოციალური მეწარმეებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების მიწოდება განხორციელდება მთელ საქართველოში. მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება დასავლეთ საქართველოში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბაზაზე არსებულ სოციალური მეწარმეობის განვითარების ცენტრში

სოციალური საწარმოებისთვის განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა
საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება, სოციალური საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი და მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფა - მიკროკრედიტები და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები, გადამწყვეტი ფაქტორია არსებული სოციალური საწარმოების გამართულად ფუნქციონირების, დამწყებთა მოტივირებისა და ზოგადად, ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ერთის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან სოციალურ საწარმოთა ხელშეწყობის მექანიზმების განვითარება, და მეორეს მხრივ - ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის გაღრმავება.

სოციალურ საწარმოთა ინტერესების დაცვის, კოორდინირების და გამოცდილების გაზიარების მექანიზმების გაუმჯობესება
სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციისთვის პროექტის გუნდი მჭიდროდ ითანამშრომლებს სტრატეგიულ პარტნიორ ორგანიზაციებთან, მუნიციპალიტეტებთან და მედიასთან.
სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციას, მოხდება სტუდენტების აქტიური ჩართვა სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში. შესაბამისად, დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, ახლოს გაეცნონ სოციალურ საწარმოებს და მოსინჯონ საკუთარი ძალები ამ სფეროში. ამ მიზნით ყოველწლიურად ჩატარდება კონკურსი ,,სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად”;
სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოეწყობა გამოფენა-გაყიდვები.
სოციალურ საწარმოთა შორის თანამშრომლობის და კოორდინირების მექანიზმები
სოციალურ საწარმოთა შორის კოორდინირების და ინტერესთა დაცვის ერთიანი მექანიზმების განვითარება, სექტორის განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ამ პროცესების ხელშეწყობა და ტექნიკური და ექსპერტული დახმარება, ,,სოციალურ მეწარმეთა ალიანსის” დაფუძნება და გაძლიერება.
სოციალურ მეწარმეთა ყოველწლიური ფორუმი საქართველოში 2012 წლიდან ტარდება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მოქმედი სოციალური საწარმოების წარმომადგენლები, სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციები, დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ხელისუფლების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ყოველწლიურად, ფორუმზე, სოციალური მეწარმეები აჯამებენ სფეროში მიმდინარე მოვლენებს, ათანხმებენ სამომავლო გეგმებს და მსჯელობენ თანამშრომლობის საკითხებზე. 2016-2018 წლებში ფორუმის ორგანიზება განხორციელდება პროექტის ხელშეწყობით.
Beneficiaries
Green Gift
Project map
Photo gallery
Green Gift
National Conference on State Support Mechanisms for Social Entrepreneurship
Venture Philanthropy and Social Investment
Social Enterprise Forum
B2B Exhibition of Social Enterprises (2nd)
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია
Topic:
სათანადო მართვა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.02.2016
End Date:
31.01.2019
Website:
www.csrdg.ge
Social Media Links:
https://www.facebook.com/CSRDG/
EU Project Number:
370-962