fbpx
Skip to main content

EU4Business პროექტი

Project Description
EU4Business პროექტი წარმოადგენს ქოლგა ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის მონიტორინგს და კომუნიკაციას, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ფინანსებზე წვდომა, ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გაუმჯობესება, მცირე და საშუალო მეწარმეთა უნარების და შესძლებლობების განვითარება და ბაზრებზე წვდომა.
Specific Objective
პროექტის მიზანია ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კერძო სექტორის განვითარების კუთხით გაწეული დახმარებისა მისი გავლენის შესახებ ინფორმირებულობის გაუმჯობესება, ეკონომიკური ზრდის მდგრადი და თანასწორი მოდელების განვითარების ხელშეწყობა:
- მეტი ინვესტიციების გენერირების
- სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების
- დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით.
Expected Results
- EU4Business აქტივობების რეგულარული მონიტორინგი, მათ შორის, ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნების და წარდგენის გზით, რომელიც შეიცავს კონსოლიდირებულ მონაცემებს EU4Business ინიციატივის ფარგლებში განხორციელებული მიღწევების შესახებ;
- EU4Business-ის რეგიონული და ორმხრივი პროგრამების ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგებისა და აქტივობების გავლენის შესახებ ინფორმაციის შეფასება, წინასწარგანსაზღვრულ ინდიკატორებზე დაყრდნობით, მათ შორის, ინიციატივაში გენდერული მეინსტრიმინგის შეფასება;
- აუთრიჩის მაქსიმალურად გაზრდა პროფესიული კომუნიკაციისა და აუთრიჩის აქტივობების შემუშავების გზით, EU4Business ინიციატივის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებთან კოორდინაციის საფუძველზე, EU4Business-ის ძირითადი დაინტერესებული მხარეების ინფორმირების და ჩართვის მიზნით, მათ შორის: მცირე და საშუალო მეწარმეები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, პარტნიორი ქვეყნის ადმინისტრაციული და სახელმწიფო ორგანოები, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და მომავალი მეწარმეები.
- EU4Business-ის აქტივობების გავლენის შესახებ პროექტის განმახორციელებლებიდან მიღებული ძირითადი ინფორმაციების თავმოყრა და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ევროკავშირის კონტრაქტორებისთვის პროფესიული კომუნიკაციის სფეროში, როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე.
Project documents
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
ეკონომიკა და ვაჭრობა
Topic:
ბიზნესი
EaP Countries:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.09.2019
End Date:
31.08.2022
Social Media Links: