fbpx
Skip to main content

ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეული 2022

2 დეკემბრიდან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან (OHCHR), გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA), გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სახალხო დამცველის ოფისთან ერთად და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოში მოქმედ უწყებებსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულს აღნიშნავს.

წელს ადამიანის უფლებათა კვირეულზე ყურადღება გამახვილებული იქნება ადამიანის უფლებებზე, როგორც საზოგადოებაში მშვიდობის საწყისსა და მომავალი თაობებისთვის უფრო სამართლიანი საზოგადოების შექმნის საშუალებაზე. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის პირობებში, დეკლარაციის მისწრაფებები, როგორიცაა ადამიანის ღირსება და თანასწორობა, სიცოცხლისა და თავისუფლების უფლება, ადამიანის ძირითად და ფუნდამენტურ უფლებებს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს.

წაიკითხეთ სრულად

დამატებითი ინფორმაცია

ადამიანის უფლებათა კვირეული 2022 მრავალფეროვან ღონისძიებებს მოიცავს:

2 დეკემბერი

ქალთა თემაზე შექმნილი ფილმების ფესტივალი კონფლიქტით დაზარალებულ თემებში, რომელიც ეძღვნება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის 16-დღიან კამპანიას EU4Dialogue პროგრამის ფარგლებში.

4 დეკემბერი

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნა, რომლის ფარგლებშიც, ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააწესა  პრიზი, ევროკავშირის ჯილდო “ადამიანის უფლებები კინოში”

5 დეკემბერი

მამების სკოლის დასკვნითი ღონისძიება გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად – ქუთაისში „მამების სკოლის“ მორიგი ნაკადი სრულდება

6 დეკემბერი

“უჩინარი” – გაეროს მოსახლეობის ფონდი პალიტრა L -თან ერთად, კომიქსის პრეზენტაციას მართავს

9 დეკემბერი

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ორგანიზებული მულტიმედიური გამოფენა

10 დეკემბერი

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვა და ევროკავშირის მიერ დაწესებული პრიზის, “ადამიანის უფლებები კინოში”, გადაცემა

ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის შესახებ

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე, რომელიც, ყოველწლიურად, 10 დეკემბერს აღინიშნება, 1948 წელს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მიღებას ეძღვნება. წელს, ჩვენ დეკლარაციის მიღების 74-ე წლისთავს აღვნიშნავთ.  ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია ადამიანის უფლებების დაცვის საფუძველს წარმოადგენს. ის განსაზღვრავს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების ფართო სპექტრს, რომლებიც ვრცელდება თითოეულ ჩვენგანზე, მსოფლიოს ყველა კუთხეში. დეკლარაცია თითოეულ ადამიანს ანიჭებს უფლებებს განურჩევლად მისი ეროვნებისა,  გენდერული კუთვნილებისა, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური მრწამსისა, ენისა თუ სხვა მდგომარეობისა.

ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში

ადამიანის უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში ევროკავშირის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. უკანასკნელ წლებში, საქართველოში, ევროკავშირის მხარდაჭერით, განხორციელდა 40-მდე პროექტი, რომლებიც ეძღვნებოდა ადამიანის უფლებებსა და გენდერულ თანასწორობას, აგრეთვე  ყველა სახის უთანასწორობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული მრავალი ღონისძიება, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მთავარი დაპირების არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა – შესაბამისად.

გაეროსა და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ევროკავშირი მუშაობს მთავრობასთან, პარლამენტთან, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ადამიანის უფლებების დაცვაში ეროვნული შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ახალი პოლიტიკის შემუშავებისა და არსებულის გაუმჯობესების მიზნით, ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული მიდგომებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კულტურის დასანერგად. ევროკავშირი კვლავ ასრულებს წამყვან როლს ადამიანის უფლებათა დღის წესრიგის კონსოლიდაციაში იმისათვის, რომ დაეხმაროს საქართველოს მთავრობას, ადამიანის უფლებათა ახალი სტრატეგიის ფარგლებში, 2030 წლამდე ჩამოაყალიბოს სამოქმედო პროგრამა.

2022 წელს, გასული წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩატარდა ყველაზე მოწყვლადი თემების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართულობის ადვოკატირება  და ადამიანის უფლებათა საბჭოსთან შეიქმნა საკოორდინაციო კომისია, რომელიც პასუხისმგებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) კოორდინაციასა და განხორციელებაზე. მიმდინარე წელს ევროკავშირი ასევე მხარს უჭერდა გენდერულ თანასწორობას და სოციალურ ჩართულობას და ყველა ადამიანისათვის თანასწორი სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფას ბიზნესში ჩართულ ქალებთან  მუშაობის გზით, აგრეთვე აქტიურად იყო ჩართული ყველაზე დაუცველი ჯგუფების, მათ შორის ახალგაზრდების, ქალებისა და გოგონების, გაძლიერებაზე. დამატებითი ინფორმაცია ადმიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ჩვენი პროექტების შესახებ იხილეთ ქვემოთ.

ვიდეო ისტორია

უფლებებზე დაფუძნებული სოციალური სერვისები