fbpx
Skip to main content

ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების განვითარებისთვის

Project Description
პროექტის მიზანია საქართველოს პროკურორებისა და გამომძიებლების პროფესიული განვითარების გაძლიერება და სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა. იგი სამინისტროს ასევე ეხმარება პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების განხორციელებაში საერთაშორისო სტანდარტებისა და ვალდებულებების მიხედვით.
პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება:
1. სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგიის განხორციელება. 2. პროკურორებისა და გამომძიებლების პროფესიული უნარების განვითარების ხელშწყობა.
3. პროკურატურასა და შსს -ს მხარდაჭერა საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებასა და დანერგვაში.
4. პროკურატურასა და შსს -ს მხარდაჭერა ეფექტიანი, გამჭვირვალე და სამართლიანი ადამიანური რესურსების მართვის სისტემის დანერგვაში დანაშაულის სტატისტიკის წარმოების გაუმჯობესების მიზნით.
5. პროკურატურისა და პოლიციის მართვის სისტემების გაუმჯობესება ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით.
Specific Objective
• იუსტიციის სამინისტროს დახმარება სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგიის განხორციელებაში.
• პროკურორებისა და გამომძიებლების პროფესიული უნარების განვითარების ხელშწყობა.
• პროკურატურასა და შსს -ს მხარდაჭერა საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებასა და დანერგვაში.
• პროკურატურასა და შსს -ს მხარდაჭერა ეფექტიანი, გამჭვირვალე და სამართლიანი ადამიანური რესურსების მართვის სისტემის დანერგვაში დანაშაულის სტატისტიკის წარმოების გაუმჯობესების მიზნით.
• პროკურატურისა და პოლიციის მართვის სისტემების გაუმჯობესება ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით.
Expected Results
• წარმატებით განხორციელდა სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგია, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის უფლებების დაცვაზე. სისხლის სამართლის სისტემა არის ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, დამოუკიდებელი და სამართლიანი.
• გაძლიერდა პოლიციის და პროკურატურის გამომძიებლთა პროფესიული უნარები და შესაძლებლობები, რაც ხელს უწყობს მათი მოვალეობების დამოუკიდებლად და ეფექტურად შესრულებას ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად.
• განხორციელებული რეფორმები პროკურატურასა და შსს-ში შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
• გაუმჯობესდა პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები, რაც ხელს უწყობს დანაშაულის პრევენციის გაძლიერებას და პოლიციის და პროკურატურის მიერ განხორციელებული ქმედებების და მიღწევების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
• პროკურატურასა და შსს-ს გააჩნია ეფექტური, გამჭვირვალე და სამართლიანი ადამიანური რესურსების მართვის სისტემები და პროფესიული შეფასების პროცედურები.
• გაძლიერდა პროკურატურისა და შსს-ს მართვის უნარები, რაც ხელს უწყობს საქმის წარმოებასთან დაკავშირებული სანდო და თანმიმევრული მეთოდების გამოყენებას, როგორც ინფორმაციის მოპოვებისას, ასევე მიღებული ინფორმაციის ანალიზისას.
• გაუმჯობესებულია პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროში საჩივრის შეტანის მექანიზმები, შემცირებულია ადამიანის უფლებათა დარღვევების თაობაზე საჩივრები და გაძლიერებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება პოლიციასა და პროკურატურის საქმიანობაში. პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებასთან დაკავშირებით, გაზრდილია ცნობადობის დონე.
Project documents
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
Topic:
სამართალი
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.10.2016
End Date:
29.02.2020
Website:
N/A
EU Project Number:
377-946